-share.jpg)
ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ აღლუმზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„ის გზავნილები, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, ამ გზავნილების ადგილი იქ არ იყო. ეს არის ფაქტი. თითოეულ ჩვენგანს ჩამოყალიბებული წარმოდგენა გვაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. სამწუხაროდ, ის ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მას გააჩნია და ეს დავალებები არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, თუ რა არის სახელმწიფო, ეროვნული ინტერესი და ეს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა.
0
0