30/12/2022
14:14
პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი ადასტურებს, რომ გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
დაუშვილის თქმით, ყოფილ პრემიერსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„ბატონი გახარია და ქალბატონი პრეზიდენტი არაერთხელ შეხვედრილან, პერიოდულად ხვდებიან სხვადასხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით წლის დასაწყისში ძალიან აქტუალური იყო ქვეყნის დეპოლარიზაცია, სტატუსის მიღების საკითხები, რაც ქვეყანას უკავშირდება, იმ საკითხებზე ხვდებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა. პირადად გიორგი გახარია და ჩვენი მთელი გუნდი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სალომე ზურაბიშვილს, განსაკუთრებით „ოცნების“ მიერ თავდასხმების პერიოდში“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
0
0