21/07/2023
16:10
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს შესაძლოა გაეროს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების აღდგენა მოჰყვეს.
„შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შეწყვეტა მთელ რიგ პრობლემებს გამოიწვევს, როგორებიცაა სურსათზე გლობალური ფასების მატება, ზოგიერთ რეგიონში სურსათის დეფიციტი და, პოტენციურად, მიგრაციის ახალი ტალღები.
მე მჯერა, რომ პრეზიდენტ პუტინთან ერთად ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვით, ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელება შესაძლებელი გახდება,“ - თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, დასავლეთს რუსეთის მოთხოვნების განხილვისკენ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, 17 ივლისს, რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებაში. თურქეთმა შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
0
0