
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს სავარაუდოდ განუცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიული ამბიციები ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ადმინისტრაციული ოლქების მიტაცებით შემოიფარგლება.
„პუტინი, სავარაუდოდ, ცდილობს რუსეთის მიერ ოთხი ოლქის დაპყრობა გარდაუვალად წარმოაჩინოს, რათა უკრაინა და დასავლეთი კრემლის მოთხოვნებს დანებდნენ. თუმცა, რუსეთის მიერ ოთხი ოლქის ოკუპაცია გარდაუვალი არ არის, რადგან რუსული ძალები სერიოზულ ოპერატიულ დაბრკოლებებს წააწყდებიან იმ საქმეებში, რაც, სავარაუდოდ, მრავალი წელი გაგრძელდება.
რუსეთის კვლავ თავისი უფრო ფართომასშტაბიანი, თავდაპირველი საომარი მიზნების შესრულებისკენ იღწვის. პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „მთელი უკრაინა“ რუსეთისაა. რუსმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთს ქალაქ სუმის ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდეს, ხოლო კრემლის ოფიციალური პირები რეგულარულად უწოდებენ ოდესას და ხარკოვს „რუსულ“ ქალაქებს“. პუტინის სურვილი უცვლელია - უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის პრორუსული მარიონეტული რეჟიმით ჩანაცვლება. თუმცა რუსეთს მოვლენების ამჟამინდელი განვითარების ტემპით მიზნების მისაღწევად „ათწლეულები“ დასჭირდება.
პუტინი კვლავაც თვლის, რომ დრო რუსეთის მხარესაა და რომ რუსეთს შეუძლია უკრაინასა და დასავლეთს გაუსწროს. ეკონომიკური ზომები, დასავლეთის სამხედრო დახმარებასთან ერთად, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ბრძოლის ველზე რუსეთის ძალები დაამარცხოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პუტინის გათვლების შესაცვლელად და, ომის დასრულების მიზნით, კომპრომისზე წასვლის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
0
0