21/03/2023
13:03
პოლიტიკა
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ჩინეთის პოლიტიკის მკვლევარმა ჯორჯ მაგნუსმა სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ექსპერტის თქმით, სი ძინპინს სურდა, რომ ”რუსეთის ლიდერისთვის მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი გაეგზავნა”,
„მაგრამ მას სხვა მესიჯების გაგზავნაც სურს - აცნობოს მსოფლიოს, რომ ჩინური მხარე მოსკოვში პოტენციური შუამავლის მისიას ასრულებს, რაც ეფუძნება გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას - პეკინის ძალისხმევით საუდის არაბეთისა და ირანის ერთმანეთთან შერიგებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ“.
”პუტინს ძალიან სჭირდება მეგობრები. სიმართლე გითხრათ, ვგულისხმობ, რომ რუსეთს ნამდვილად არ ჰყავს ბევრი ღირებული მეგობარი ეკონომიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით. მათ შეიძლება ამას მეგობრობა უწოდონ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, ახლა ჩინეთის ვასალური სახელმწიფოა, რადგან რუსეთი პარიას [გარიყულ სახელმწიფოს] წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში. ახლა ორ ქვეყანას შორის ინტერესთა ჰარმონიაა, რადგან, სწორად თუ მცდარად, ორივე მათგანი შეერთებულ შტატებს ტერმინალური დაცემის მდგომარეობაში ხედავს. მათ ამის სჯერათ და თვლიან, რომ ეს არის ისეთი დრო ისტორიაში, როდესაც ისინი უნდა გაერთიანდნენ, რათა შეერთებულ შტატებს იმედი გაუცრუონ და ეს პროცესი დააჩქარონ“, - თქვა ექსპერტმა.
0
0