
რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიხაილ კასიანოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არ მოსწონს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ წამოყენებული წინადადება, თუმცა მას ასევე არ სურს დონალდ ტრამპის განაწყენება.
,,მან [პუტინმა] მკაფიოდ განმარტა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეჩერდეს. ეს ნიშნავს, რომ მას უკრაინის უფროდაუფრო დასუსტება და ამ ომის გაგრძელება სურს... [პუტინს] სჯერა, რომ ის გაანადგურებს უკრაინას," - თქვა კასიანოვმა საზოგადოებრივ რადიო გადაცემა The World-ზე საუბრისას
პუტინთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კასიანოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივისცემას მოითხოვს.
„რთულია, თუმცა სწორედ ახლა პუტინი ,,გადათამაშებას’’ ცდილობს და, ვნახოთ, იქნება თუ არა ტრამპი ამ თამაშის სუბიექტი“, - დასძინა კასიანოვმა.
მიხაილ კასიანოვს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2000-2004 წლებში ეკავა, როდესაც პუტინი პირველი ვადით იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
0
0