
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ის მზადაა ხუთშაბათს სტამბოლში ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ეს შესაძლებლობა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც დონალდ ტრამპმა ზელენსკისზე ზეწოლა მოახდინა, რათა პირადად შეხვედროდა პუტინს მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკებების ინიცირების შემდეგ.
უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მას და მის გუნდს „აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ აქვთ მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით“ და „მზად არიან ნებისმიერი ფორმატისთვის“.
„ამ ხუთშაბათს თურქეთში ვიქნები, სადაც ველი, რომ, პირადად, პუტინიც მოვა. იმედი მაქვს, რომ ამჯერად პუტინი არ მოძებნის საბაბს, თუ რატომ „ვერ“ შეძლებს შეხვედრას ხუთშაბათს, თურქეთში... ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ და ამ ომის დასასრულებლად. ველოდები, რომ ცეცხლი შეწყდება. ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა საკმარისად დიდხანს უნდა გაგრძელდეს, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას.
უკრაინა დიდი ხანია ამას გვთავაზობს, ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ და მთელი მსოფლიო ამას მოითხოვს. ჩვენ რუსეთისგან მკაფიო პასუხს ველოდებით. რუსეთს მაინც მოუწევს, რომ ეს ომი დაასრულოს. მკვლელობები უნდა შეწყდეს. უკრაინის ძალები მზად იქნებიან სიმეტრიულად უპასუხონ - სამართლიანობის მიღწევის მიზნით. ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ისინი მზად არიან გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ პუტინი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე. დრო გვიჩვენებს,’’- თქვა ზელენსკიმ.
0
0