17/04/2025
20:18

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოქალაქეები" რუსული მართვის მოწმობის აღებას გამარტივებული წესით შეძლებენ, თუ ექნებათ ბინადრობის ნებართვა, ან რუსული პასპორტი. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. დოკუმენტი ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, ე.წ. „მოქალაქეებს“ შეეძლებათ მართონ ავტომანქანა „ეროვნული მართვის მოწმობებით“, ვიდრე რუსეთის კანონმდებლობა არ მოწესრიგდება პუტინის ბრძანებულების შესაბამისად.
რუსული მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო იქნება შესაბამისი განაცხადი, რუსული პასპორტი, ან ბინადრობის ნებართვა, „სამხრეთ ოსური პასპორტი“ ან „მოქალაქის“ ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ასევე ცხინვალში გაცემული მოქმედი მართვის მოწმობა.
ამავდროულად, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ დადგენილების შესაბამისად რუსული მართვის მოწმობების გაცემა შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე, უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებსაც განსაზღვრავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის მთავრობას, გაათავისუფლოს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები“ რუსული მართვის მოწმობაზე გაცემის სახელმწიფო გადასახადისგან. პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ძალაში იქნება 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025