
„ვადასტურებ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რათა რუსეთში უკრაინელი სამხედროების შეჭრას უპასუხოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მკაცრად დაისჯება იმის გამო, რაც კურსკის ოლქში მოხდა. აშშ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე ყველა შეზღუდვას მოხსნის. ამჟამინდელი ადმინისტრაცია იმ ადამიანივით იქცევა, რომელიც ცალ ხელს დასახმარებლად გიწვდის და ზურგს უკან, მეორე ხელში ხანჯალი უჭირავს. გარკვეულ მომენტში, ბევრი ფიქრის გარეშე, ისინი, არსებითად, ქმნიან საფუძველს [გადაწყვეტილების მისაღებად], რომ ირაღის გამოყენებაზე ყველა არსებული შეზღუდვა მოიხსნას,“ - განუცხადა Reuters-ს აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
ანატოლი ანტონოვს პუტინის გეგმების შესახებ დამატებითი დეტალებზე Reuters-თან არ უსაუბრია.
როგორც ცნობილია, 2022 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 55 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, მაგრამ კიევს რუსეთის ტერიტორიაზე საკუთარი იარაღის გამოყენების [თავდაცვითი ტრანსსასაზღვრო ოპერაციების შემთხვევების გარდა] უფლება არ მისცა.
0
0