10/01/2025
16:05
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, ვლადიმერ პუტინი სლოვაკეთს დაჰპირდა, რომ რუსული ,,გაზპრომი’’ იპოვის ალტერნატიულ გზებს, რომ, უკრაინის გავლით ტრანზიტის დასრულების შემდეგ, ქვეყანას, კონტრაქტის საფუძველზე, გაზი მიაწოდოს.
„ვესაუბრე პუტინს ჩვენსა და „გაზპრომს“ შორის დადებულ კონტრაქტზე, სადაც ნათქვამია, რომ გაზი ალტერნატიული გზებით უნდა მოგვაწოდონ.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სამხრეთ ნაკადის მარშრუტი თურქეთის გავლით, თუმცა ამ დროისთვის სლოვაკეთი გაზმომარაგებით უზრუნველყოფილია. პუტინმა დაგვარწმუნა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, თუმცა თურქული ნაკადის მილსადენისა და რუსული გაზის ევროპისკენ მიმავალი მარშრუტის გამტარუნარიანობა შეზღუდულია“, - განაცხადა ფიცომ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.
0
0