12/08/2026
19:34

პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. შესაბამის განცხადებას ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად“, - წერს „ფეისბუქზე“ ტარიელ კაკაბაძე.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
0
0