
ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენი მოსკოვში ბლინებსა და ჩაიზე დაპატიჟა. რუსეთის ლიდერმა აღნიშნული განცხადება პეკინში ვიზიტის დროს გააკეთა. ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე - „რუსეთმა უკვე წააგო უკრაინაში ომი“ - კომენტარის გაკეთება სთხოვა.
”თუ რუსეთმა ომი წააგო, რატომღა აწვდის [აშშ] უკრაინას ATACMS-ის ტიპის იარაღს? დაუბრუნონ საერთოდ ყველა იარაღი ამერიკას. მას [ბაიდენს] შეუძლია დაჯდეს, ბლინები მიირთვას და ჩაის დასალევად გვეწვიოს“, - თქვა პუტინმა.
პუტინმა დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება "შეცდომა" იყო.
"უკრაინისთვის ეს დახმარება კარგს არაფერს ნიშნავს. ეს უბრალოდ ახანგრძლივებს აგონიას", - აღნიშნა პუტინმა.
„პუტინის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მიმდინარე კვირაში გაირკვა, რომ ვაშინგტონმა ფარულად მიაწოდა უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტები - ეს კი კიევისთვის მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს წარმოადგენს იმისთვის, რომ რუსეთის მანამდე მიუწვდომელ სამიზნეებს დაარტყას,“ - წერს The Telegraph-ი.
0
0