
საფრანგეთში დღეს, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფონზე, 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი განლაგდა. ხელისუფლება ახალი არეულობის თავიდან აცილებას ცდილობს, იუწყება ფრანგული მედია.
როგორც მედია აღნიშნავს, საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ცხოვრების გაძვირებით, საჯარო სერვისების მდგომარეობითა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობის პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილებაა.
„ყველა მობილიზებულია, რათა ნებისმიერი არეულობის შემთხვევაში უკიდურესად მკაცრი რეაგირება უზრუნველვყოთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა მიმდინარე კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან უსაფრთხოების ზომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არეულობის „ძალიან მაღალი რისკით“ ხასიათდება.
ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების 70 000 თანამშრომელი იქნება მობილიზებული - იმდენივე, რამდენიც ერთი კვირის წინ, 17 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციების დროს. ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აიცილოს გასულ კვირას განვითარებული არეულობის განმეორება.
0
0