
რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა (გრიგორი ჩხარტიშვილი) კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცების შესახებ.
მისი თქმით, გახმაურებულ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მას ქართული ტელეარხები და მედია მიმართავს.
„საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, ვარ "შვილი" და "შალვოვიჩი", მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი. და შეშფოთებული ვარ იმის დანახვით, როგორ სრიალებს დემოკრატიული ქვეყანა იმავე ფერდობზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა“, - წერს აკუნინი სოციალურ ქსელში.
მან სიტყვით მიმართა საქართველოს მოსახლეობას და აღნიშნა, რომ უნდა ეშინოდეთ „არა პოლიტიკური ოპოზიციისა და არა ბასრკბილიანი პრესის, არამედ პუტინიზმის“.
„გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრისაც. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას - საკუთარი ხელისუფლების ინიციატივით. ამ ინფლილტრატს ვეღარ გამოასახლებთ. სიმსივნური მეტასტაზებივით შეჭამს საქართველოს. ვიცით, გავიარეთ. ჯერ "უცხოური აგენტები", შემდეგ "მეხუთე კოლონა", შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები" და შემდეგ საქართველოს არ ეყოლება მეგობრები, პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, ეს არ დაგემართოთ. გაუფრთხილდით თავისუფლებას“, - დასძინა მან.
0
0