
კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებში კომპრომისზე თუ არ წავა, ის მხოლოდ მეტ ტერიტორიას დაკარგავს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
„ჩვენ მშვიდობა გვინდა, მაგრამ თუ უკრაინა სხვების ეროვნული ინტერესებით გააგრძელებს ხელმძღვანელობას, მაშინ იძულებული ვიქნებით ვუპასუხოთ“, - განაცხადა მედინსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ გონივრული მოლაპარაკებების წარმოების სურვილის არქონა კიევისთვის ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს.
სხვა საკითხებთან ერთად, მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ხანგრძლივი კონფლიქტის წარმოება შეუძლებელია და შვედეთთან 21 წელიწადს გაგრძელდა ომი.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიებზე მოლაპარაკებას მხოლოდ პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართავდა. მან დასძინა, რომ უკრაინის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოთქმულია.
ზელენსკის თქმით, დე იურე კიევი უარს ამბობს დაკარგული ტერიტორიების რუსულად აღიარებაზე.
0
0