19/07/2023
16:45
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ოდესის პორტის თავდასხმას ტვიტერზე განცხადებით გამოეხმაურა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ, იერიში მიიტანა „შავი ზღვის მარცვლეულის“ ინფრასტრუქტურაზე.
„პუტინი მსოფლიოს ყოველგვარ იმედს ართმევს. მისი თითოეული ბომბი ხვდება უღარიბეს ქვეყნებს და ხალხს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ყველაფერი გააკეთონ და ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტები იპოვონ“, - აცხადებს ანალენა ბერბოკი.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების განცხადებით, კრემლი იმ შემთხვევაში დაუბრუნდება შეთანხმებას, როგორც კი რუსული მხარის მოთხოვნები შესრულდება.
0
0