19/11/2022
23:04
პოლიტიკა
პარტიის დამფუძნებელი, პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და "გულდაწყვეტილია" თურმე, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, დღეს უმოქმედობა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.
„სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, ვერცხლისწყალია აღმოჩენილი. ახლა ვისაც გახსოვთ ჩემი ბრიფინგი ერთი წლის წინანდელი - გამოვიდა ინფორმაცია მოწამვლა და "დემორალიზება" უნდათ-თქო.
ჰოდა, ნიკა მელიას ისტერიულმა "უანგარო დამცველებმა" გააგრძელეთ კედელ-კედელ ჩემი ლანძღვა, ჩემს მიერ გაკრიტიკებული, არაფრისმაქნისი და ნიკა მელიას მიერ შექმნილი უმოქმედო პროცესის გამო.
გააგრძელეთ "ბატონებო და ქალბატონებო" მელიას "გულმხურვალე გულშემატკივრობა"- სირცხვილია სხვა თუ არაფერი! დღეს უმოქმედობა - მკვლელობაში თანამონაწილეობაა!“ - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
0
0