15/12/2021
15:58
პოლიტიკა
_ საუბარს ვიწყებთ თემით, რომელიც ევროპელებს ძალიან აწუხებთ. განახლდა დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან, სადაც რუსეთის ჯარებია განლაგებული. ვლადიმერ პუტინის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა ამჟამად განიცდის რუსოფობიას, რაც გენოციდისაკენ პირველი ნაბიჯია, ამბობს ის. ფიქრობთ, რომ მას უკრაინასთან ომის დაწყება შეუძლია?
_ ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვას მთელი მსოფლიო სვამს და ევროპაც მათ შორის. ჩვენც, რა თქმა უნდა, იმ გამოცდილებით, რაც გვქონდა 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტით, და გამოცდილებით, რომლის გამეორებაც მთელმა მსოფლიომ იხილა 2014 წელს ყირიმში. ვფიქრობ, დღეს ვერავინ იტყვის, პუტინი ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა. მისი დიდი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლია ხშირი პროვოკაციების მოწყობა და სხვებთან მტრულ პოზიციაში ყოფნა ნებისმიერი პასუხის გარეშე.
სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ახალი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება, მის ქვეყანას უკვე დაუწესა საკმაოდ მნიშვნელოვანი სანქციები ევროკავშირმა. როგორ ფიქრობთ, ამან შეიძლება შეაჩეროს იგი?
_ მე ვლადიმერ პუტინის გონებაში არ ჩამიხედავს და ვფიქრობ, რომ ყველა ერთი და იმავე შეკითხვას ვსვამთ, მაგრამ ერთია სანქციებით მუქარა, და მეორე, როცა მუქარა კონკრეტული არ არის, რაც ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძალიან ბევრი დეტალით… ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი რეზისტენტულია, შესაძლოა, არა ეკონომიკურად და სოციალურად, თუმცა პოლიტიკურად წინააღმდეგობას უწევს სანქციებს, რადგან ავტორიტარული რეჟიმების უმეტესობამ იცის, როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა სანქციებს, რადგან რეალობაში მოსახლეობის გადასახდელი საზღაური მათ ნაკლებად ადარდებთ.
_ ევროპა თქვენთვის გაფერმკრთალებულია? უნდა გადახედონ თუ არა მათ რუსეთთან ურთიერთობას და როგორ?
_ არ ვფიქრობ, რომ ის გამქრალია. ვფიქრობ, რომ აშშ ნელ-ნელა აჩვენებს, რომ ,,ტერიტორიების“ ნაწილს ევროკავშირს გადასცემს. ეს არ ნიშნავს რომ ის მთლიანად დელეგირებას ახდენს, ეს არ ნიშნავს რომ ის მთლიანად გადის, ეს არ ნიშნავს რომ ის შეწყვეტს საუბარს რუსეთთან. ჩვენ გვქონდა პირდაპირი მაგალითი, ასე ვთქვათ, დიდი ძალები ესაუბრებიან ერთმანეთს. მაგრამ ევროკავშირი ახლა ვალდებულია უფრო მეტად დაიკავოს თავისი ადგილი და ახლა ეს ხდება. ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც საფრანგეთი იკავებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და ვიცით, რომ პრეზიდენტი მაკრონი ალბათ, ევროპის ლიდერთა შორის ერთ-ერთია, თუ არა უმთავრესი, ვისაც აქვს ყველაზე მეტი ხედვა და სურვილი, ჰქონდეს რეალური პოლიტიკა აღმოსავლეთით, სამეზობლოზე და რუსეთის მიმართ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024