03/03/2023
12:37
მსოფლიო
დღეს, ავსტრალიის, ინდოეთის, იაპონიისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის განმეორებითი მუქარა ბირთვული ომის შესახებ "დაუშვებელია".
ინდოეთ-წყნარი ოკეანის ალიანსის წარმომადგენლების მონაწილეობით ნიუ-დელიში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე.
მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს რეგიონში არსებული სადავო ტერიტორიების "მილიტარიზაციის" შესახებ.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას -მუქარის ან ძალის გამოყენების გარეშე - და ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას“, - განაცხადეს მინისტრებმა.
ერთობლივ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მინისტრები "ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას სტატუს-ქვოს შესაცვლელად, რომელიც აუცილებელია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის."
0
0