22/02/2022
14:27
პოლიტიკა
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ეს არის იმის მსგავსი რამ, რაც პუტინმა გააკეთა საქართველოში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში. ეს, ცხადია, სრულებით ანადგურებს მინსკის შეთანხმებასა და მთელ იმ პროცესს, რაც წარმართული იყო ევროპული სახელმწიფოების მიერ. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს ჩვენი მხრიდან რეაგირებას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი შემოიღებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასევე ვიმედოვნებ, რომ პუტინის ამ ქმედების გამო ჩრდილოეთის ნაკადი 2-იც გაჩერდება. პუტინის ასეთი პოლიტიკა მოკლევადიანი არ იქნება და კიდევ გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლების სათავეში იქნება პუტინი. ეს უნდა გახსოვდეთ სულ, ამიტომ უნდა შეიმუშაოთ გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნების გაძლიერებისკენ, განსაკუთრებით საყურადღებოა ეკონომიკური განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი პოლიტიკა კიდევ უფრო დააჩქარებს ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
ეს კონკრეტული ნაბიჯები, პირველ რიგში, გულისხმობს სანქციებს. მეორე, როგორც უკვე ავღნიშნე, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ინტეგრაცია უნდა დაჩქარდეს. ესაა ის, რაც განაცხადა ევროპარლამენტის ხელმძღანელობამ გასულ წელს და გასულ კვირას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. ასევე ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვა საკითხებსაც, რაც შეიძლება დაემუქროს უკრაინის სუვერენიტეტსა და სტაბილურობას, რაც შეიძლება კრემლმა გამოიყენოს, როგორც ინსტრუმენტი, მაგალითად, ბუნებრივი გაზის რესურსები. ეს უნდა ვიქონიოთ მხედველობაში“, - განაცხადა კუბილიუსმა.
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
0
0