
ფრიდრიხ მერცის განცხადება არის წარუმატებელი მცდელობა, მოხსნას არა პირადად საკუთარ თავს, არამედ თავის ქვეყანას და ზოგადად კოლექტიურ დასავლეთს პასუხისმგებლობა იმ ტრაგედიისთვის, რომელიც ახლა უკრაინაში ხდება, – ამის შესახებ პუტინმა გერმანიის კანცლერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტს ომის დამნაშავე უწოდა.
„ჩემი აზრით, ეს არის წარუმატებელი მცდელობა, მოხსნას არა პირადად საკუთარ თავს, არამედ თავის ქვეყანას და ზოგადად კოლექტიურ დასავლეთს პასუხისმგებლობა იმ ტრაგედიისთვის, რომელიც ახლა უკრაინაში ხდება. რა მაქვს მხედველობაში? მე არაერთხელ ვთქვი და შეგახსენებთ, 2014 წელს სამი ევროპული ქვეყნის მინისტრები ჩავიდნენ კიევში და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც საკუთარი არსით წარმოადგენდა შეთანხმებას უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას, მაშინ პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის. ამ შეთანხმების შესაბამისად, ყველა სადავო პოლიტიკური საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კონსტიტუციის ჩარჩოში, სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით. რამდენიმე დღეში კი უკრაინაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, სისხლიანი და სასტიკი. შეთანხმების არცერთმა ხელმომწერმა გარანტორმა თითიც კი არ გაანძრია, რათა სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოში დაებრუნებინა“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას და დასავლეთს ეკისრება.
„ამის შემდეგ დაიწყო მოვლენები ყირიმში, ამის შემდეგ კიევის რეჟიმმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იმ რეგიონებში, რომლებიც ამ სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდნენ. შემდეგ უარყვეს ყველა ჩვენი მცდელობა, ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარებულიყო და ფაქტობრივად, საჯაროდ თქვეს უარი მინსკის შეთანხმების შესრულებაზე და ვინაა ამაში დამნაშავე? – რა თქმა უნდა, ისინი, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა, ახდენდა რა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების სრულ იგნორირებას. ვინმე თუ მიიჩნევს, რომ ვინმეს ასე შეუძლია, ჩვენს ქვეყანას მიაფურთხოს, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ასეთ რაღაცას არასდროს დავუშვებთ, როდესაც რუსეთის ხელებდაკრეფილი უყურებს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და არანაირ რეაგირებას არ ახდენს“ – განაცხადა პუტინმა.
0
0