კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აპირებს, რომ დონალდ ტრამპს, მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, დაურეკოს.
„რუსეთის პრეზიდენტი, ჯერჯერობით, არ დაკავშირებია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს. მოსკოვი არ თვლის, რომ საკუთარი უსაფრთხოების პროტოკოლების გაძლიერება საჭიროა. ინციდენტების მიუხედავად, უსაფრთხოების სექტორი გასაგები მიზეზების გამო უკვე გაძლიერებულია.
შეგვიძლია მხოლოდ გავიმეოროთ, რომ სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამის დონეზე და კეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა, ზოგადად, დაძაბულობის საერთაშორისო ესკალაციის გათვალისწინებით,“ - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
14 ივნისს, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვს არ სჯერა, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე აშშ-ის ადმინისტრაცია იყო პასუხისმგებელი, თუმცა თეთრი სახლი იმ ატმოსფეროს შექმნაში დაადანაშაულა, რამაც, პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების მიზნით, ექს-პრეზიდენტზე თავდასხმა გამოიწვია.
0
0