
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
პესკოვმა პუტინისა და ორბანის სატელეფონო საუბრის დეტალები არ გაასაჯაროვა, თუმცა განაცხადა, რომ კრემლი მალე გაავრცელებს დამატებით ინფორმაციას დისკუსიების შესახებ.
“ბუდაპეშტის სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ღონისძიება შესაძლოა მომდევნო ორი კვირის ფარგლებში ან მოგვიანებით ჩატარდეს. არსებობს ორმხრივი შეთანხმება, რომ ეს ღონისძიება არ უნდა გადაიდოს. დაგეგმილი სამიტის უნგრეთში ჩატარების გადაწყვეტილება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმდა.
უნგრეთი, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია, პატივისცემას იმსახურებს, როგორც პუტინის, ასევე ტრამპის მხრიდან, მისი უნიკალური პოზიციის გათვალისწინებით სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვის თვალსაზრისით,” - განაცხადა პესკოვმა.
ორბანმა ასევე დაადასტურა პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ და Facebook-ზე განაცხადა, რომ სამიტისთვის მზადება „სრული ძალისხმევებით მიმდინარეობს“.
სატელეფონო ზარი მოჰყვა განცხადებას, რომლის თანახმად, მომდევნო კვირებში, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობების ფარგლებში, ბუდაპეშტი პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას უმასპინძლებს.
0
0