
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) უახლესი დასკვნის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიების ძალით დაკავებაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უცვლელია.
ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები და ის ვერცერთმა "მისმა ძირითადმა სამხედრო წარუმატებლობამ" ვერ დაარწმუნა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის აუცილებლობაში.
”ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი თვლის, რომ მას შეუძლია უკრაინას თავისი ნება მოახვიოს ბრძოლით ან უკრაინელების საბრძოლო სურვილის გაქრობით დასავლეთის მიერ მათი შესაძლო მიტოვების შემდეგ. მხოლოდ უკრაინის თანმიმდევრული გამარჯვებების შემდეგ შეიძლება დასთანხმდეს პუტინი მოლაპარაკებებს, უკრაინის ტერიტორიების დაპყრობის გარდა, სხვა პირობებით.
არსებობს საფუძველი მოლოდინისა, რომ, ფაქტობრივად, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევის გზით წარმატებას მიაღწიონ", - დასძინა ანალიტიკურმა ცენტრმა.
0
0