25/06/2023
09:01
პოლიტიკა
„ვაგნერი“ შეყვანილია ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ - აქ რაღაც გაუგებარი აჟიოტაჟია და რატომღაც გულშემატკივრობენ ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ახლა, პუტინი გაიმარჯვებს თუ პრიგოჟინი - ერთი და იგივეა ჩვენთვის და უკრაინისთვის. პრიგოჟინი წელიწად-ნახევარია ხოცავს უკრაინელებს, ანგრევს უკრაინას და დღეს პირველი, რაც მან განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინის ფრონტს ხელი არ შეეშალოსო. ის ხომ არ ამბობს, რომ ომი უნდა შევწყვიტოთო - მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ეს ომი უსამართლოა. ეს პიროვნება არ უნდა იწვევდეს აქ სიმპათიას“, - განაცხადა სალუქვაძემ.
0
0