05/08/2023
12:58
მსოფლიო
აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი ფეხს ითრევს უკრაინაში იმის იმედით, რომ დონალდ ტრამპი, ან სხვა „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დაიკავებს თეთრ სახლს 2024 წელს და შეწყვეტს აშშ-ს დაფინანსებას უკრაინისადმი. ამის შესახებ „CNN“ იუწყება.
აშშ-ს არ მიუღია კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, ითვალისწინებს თუ არა პუტინი 2024 წლის არჩევნებს უკრაინაში თავის გრძელვადიან გეგმებში - განაცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოახლოებული არჩევნები ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებისა და დიპლომატების ყურადღების ცენტრშია.
„პუტინმა იცის, რომ ტრამპი მას დაეხმარება. უკრაინელებმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც იციან ეს“, - განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა წყარომ. ”და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერი გვინახავს ამის შესახებ, ვფიქრობ, ასე ფიქრობს ყველა.” ამერიკელმა კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მათ „ეჭვი არ აქვთ", რომ პუტინი „ცდილობს გაჩერდეს“ მომავალ არჩევნებამდე, ხოლო ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მათ სჯერათ, ე.წ. სპეცოპერაციის არჩევნებამდე გაგრძელება „სწორედ პუტინის გეგმაა“.
0
0