04/03/2026
23:55

"რუსეთისთვის, შესაძლოა, უფრო მომგებიანი იყოს ევროპისთვის გაზის მიწოდების ახლავე შეწყვეტა, სხვა ბაზრებზე გადასვლა, რომლებიც საიმედო პარტნიორები არიან" — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, რაც დღეს ევროპულ ბაზრებზე ხდება, ენერგეტიკის სფეროში მცდარი პოლიტიკის შედეგია.
პუტინის თქმით, გაჩნდნენ მყიდველები, რომლებიც მზად არიან შეიძინონ გაზი უფრო მაღალ ფასად ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვისა და სხვა მიზეზების გამო. ასეთ დროს, ამერიკული კომპანიები მიდიან იქ, სადაც მეტს იხდიან. „აქ არანაირი პოლიტიკური სარჩული არ არის. მხოლოდ ბიზნესი,“ — ხაზგასმით აღნიშნა მან.
პუტინმა შეახსენა აუდიტორიას, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვაზე აკრძალვა გამოაცხადა, რომელიც ეტაპობრივად შედის ძალაში.
„ახლა იხსნება სხვა ბაზრები. იქნებ ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება ევროპულ ბაზარზე, წავიდეთ იქ, სადაც ბაზრები იხსნება და იქ დავმკვიდრდეთ. თუ მაინც ერთ ან ორ თვეში დაგვიკეტავენ, სჯობს თავად შევწყვიტოთ ახლა და წავიდეთ იმ ქვეყნებში, რომლებიც საიმედო პარტნიორები არიან,“ — განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ ეს ჯერ, მხოლოდ „ხმამაღალი ფიქრებია“ და არა საბოლოო გადაწყვეტილება.
მან ეს განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი დარჩება საიმედო მომწოდებლად ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, თუ ისინი გააგრძელებენ მსგავს პოლიტიკას.
0
0
დიდი დიღმის ტერიტორიაზე ხანძარია.
04/03/2026