
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის მოტყუებას შეეცდება.
“ჩვენ გვესმის რუსების განზრახვა, ისინი ამერიკის მოტყუებას ცდიილობენ - ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მე დიდად ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ეს ომი და სიკვდილიანობა. ბევრი ადამიანი ყოველდღიურად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს. მაგრამ ხალხის დახოცვის ერთადერთი მიზეზი პუტინის სურვილია, იბრძოლოს და მანიპულირება გამოიყენოს ყველასთან, ვისთანაც კონტაქტში შედის. ჩვენ, უკრაინაში კარგად ვიცნობთ რუსეთს და სწორედ ამიტომ გაუძლეს უკრაინელებმა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს.
მოვუწოდებ აშშ-ს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესოს. უკრაინის ევროპელი მოკავშირეები მოითხოვენ, რომ კიევის პოზიცია ალასკაში მოლაპარაკებების დროს გათვალისწინებული იყოს. მათგან რაიმე დადებითი მოლოდინი არ არსებობს და არც მუშაობა ჩანს - მათ არ სურთ მკვლელობების შეჩერება. ერთადერთი, რასაც ისინი ეძებენ, უკრაინის განადგურების გზაა.
ამიტომ არის საჭირო სანქციები, ზეწოლა და ძალაუფლება — შეერთებული შტატების ძალა, უპირველეს ყოვლისა, ევროპის ძალა, მსოფლიოს ყველა იმ ერის ძალა, რომელსაც სურს მშვიდობა და სიმშვიდე საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, მაშინ მისი ეკონომიკური განვითარება უნდა შეჩერდეს“, - დასძინა ზელენსკიმ.
0
0