
ომი გრძელდება უკრაინაში - ოკუპანტმა თავდასხმა ხერსონის ოლქის დასახლებებზე განახორციელა, დაშავდა 8 ადამიანი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინა - საჰაერო განგაშია გამოცხადებული ვოლგოგრადის ოლქში, ისმის აფეთქებების ხმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინამ ოლქის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.
უკრაინული დრონებით იერიშის საფრთხის გამო, რუსეთის კოლუგის და ვოლგოგრადის ოლქებში აეროპორტები დაიხურა. პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ზელენსკის შეხვდეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერა გამორიცხა. ჟურნალისტებთან საუბრისას, პუტინმა ასევე თქვა, რომ ტრამპს არაერთხელ უთქვამს – "თუ პრეზიდენტი ვიქნებოდი, ეს ომი არ მოხდებოდა“, რაც მართალია", - აღნიშნა პუტინმა.
0
0