პუტინი ანადგურებს მთელს ქვეყანას, ეს მასობრივი განადგურების ომია – სალომე ზურაბიშვილი
04/03/2022
14:05
პოლიტიკა
A-
+A
სალომე ზურაბიშვილს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხოლოდ უკრაინის ცალკეული რეგიონების აღებას ისახავს მიზნად.
„ისე აღარ ჩანს, რომ პუტინი რამდენიმე რეგიონის აღებას ისახზავს მიზნად. ახლა როგორც ჩანს, ის მთელ ქვეყანას ანადგურებს. ეს რაღაცნაირად მასობრივი განადგურების ომია. მოვისმინე განცხდებები, რომ ეს ყველაფერი გეგმის მიხედვთ მიდის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს გეგმის მიხედვითაა. ის არ გეგმავდა უკრაინის მიერ გაწეულ წინააღმდეგობას. მას ჰქონდა მასობრივი თავდასხმა, რომელიც ძალიან ფსიქოლოგიური იყო მისი ძალებით, რომელიც გამოიყენეს ყველა მხრიდან და ეს არ მუშაობდა. რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით აქვს უპირატესობა, რომელიც გამოვლინდება, მაგრამ უკრაინელი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგობა მართლაც ძალიან აღმაფრთოვანებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-ის გადაცემაში განაცხადა.
წყარო: ipress.ge
0
0
273
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%