26/05/2023
20:53
პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, ის მზადაა გადადგას "შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში". მისივე თქმით, ეს დამოკიდებული იქნება "რა რეაქცია ექნებათ ჩვენს ქართველ პარტნიორებს". ამასთან, რუსეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა “ამ ნაბიჯებში”.
მან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ილაპარაკა და ვერ დამალა უკმაყოფილება იმ რეაქციებზე, რაც ამ ნაბიჯს საქართველოში მოჰყვა.
"გარედან ვუყურებ და ვფიქრობ: საერთოდ გაგიჟდნენ თუ რა? რა ხდება იქ?," - ასე გამოეხმაურა იგი საქართველოში ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ გამართულ აქციებს.
პუტინი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო იმ ადამიანების "დახმარება", რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რუსი ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც "უყვართ საქართველო".
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეაქცია, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებას საქართველოში მოჰყვა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. პუტინი ამბობს, რომ მადლობას ელოდა, თუმცა მიიღო "გაუგებარი ქარიშხალი":
ცნობისთვის, პუტინმა საქართველოსთან დაკავშირებით, ორგანიზაცია Деловая Россия-სთან შეხვედრისას ისაუბრა.
0
0