ქარიშხალი „ერნესტო“ კარიბის ზღვის კუნძულ ბერმუდისკენ მიემართება მას შემდეგ, რაც პუერტო რიკო გადალახა, სადაც საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო ცენტრების ნახევარზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქარიშხალმა უკვე მეორე კატეგორიის ქარიშხლის დონემდე მიაღწია.
„„ერნესტო“ კიდევ უფრო გაძლიერდება და პუერტო რიკოს შემდეგ ბერმუდას მიმართულებით იქროლებს. მოსალოდნელია დამანგრეველი ქარიშხალი და სანაპიროზე წყალდიდობა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, კლიმატის ცვლილების როლი მსგავსი ქარიშხლების გაძლიერებაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
Reuters-ის ცნობით, პუერტო რიკოს მთავარი ენერგეტიკული კომპანია Luma Energy იუწყება, რომ დაახლოებით 410,000 მომხმარებელს ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს. Luma Energy-ის პრეზიდენტმა ხუან საკამ თქვა, რომ 1,500-ზე მეტი თანამშრომელი ადგილზე მუშაობს, რათა ელექტროენერგიის მომარაგება აღდგეს.
როგორც ცნობილია, ბერმუდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაა, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარე 181 კუნძულისგან შედგება. „ერნესტო“ მეხუთე ქარიშხალია, რომელიც ატლანტის ოკეანეში ამ სეზონზე დაფიქსირდა.
0
0