
“პუდელი არ მყოლია, როტვეილერი მყავს” – ასე პასუხობს დიმიტრი შაშკინი ეკა ხერხულიძის ბრალდებას.
შაშკინის განნმარტებით, მას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არასოდეს დაუტოვებია და ყველა არჩევნებში პარტიის ეგიდით იღებდა მონაწილეობას.
“თუ მე მგულისხმობთ, გეტყვით, რომ პუდელი ცხოვრებაში არ მყოლია, 2003-2004 წელს როტვეილერი მყავდა. 2015 წელს მე ვიბრძოდი გარდაბანში ადგილობრივ არჩევნებზე, ხოლო 2016 წელს პარტიას ვეხმარებოდი ქვემო ქართლში. 2018 წელს გარდაბანში ვიყავი დანიშნული, როგორც შტაბის უფროსი, სააკაშვილმა დამნიშნა” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ცნობისთვის, 5 თებერვალს, “ნაცმოძრაობაში” გამართულ ყრილობას და ახალ პოლიტსაბჭოს არჩევას ეკა ხერხეულიძე კრიტიკული ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა. ხერხეულიძემ დაწერა: "თავიანთვე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40% -ის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია, საერთოდ ამოუღიათ სიიდან ის ერთადერთი პლუსი, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, თავზე გადაახიეს მონაწილე 40% ს. სამაგიეროდ, ასეთი კვოტა მოუგონიათ "დამსახურების მიხედვით" და ამ კვოტით უსარგებლიათ 2012 წელს დამარცხების შემდეგ, პუდელით გაქცეული ხალხის და მისთანების დაკომპლექტებით. სად იბრძოლეს, ვინ არიან, ერთად რომ მოზილო ყველა, ოდესმე რა გარჯა გაუწევიათ, საკუთარი ჩრდილით შეშინებულები, სად იყვნენ, საერთოდ?" - დაწერა ხერხეულიძემ.
ხერხეულიძის ამ პოსტზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა “ტაბულას” დამფუძნებელმა. თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა:
"სად გაუხსენა ხერხეულიძემ შაშკინს 2012 წელს, მარცხის შემდეგ, პუდელით გაქცევა. პუდელთან ერთად გაგაზა.” - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
0
0