
პროპალესტინელმა აქტივისტებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს ქალაქ დეტროიტში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვა გააწყვეტინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი USA Today ავრცელებს.
ჰარისი სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც ადამიანების ჯგუფი წამოდგა და დაიწყეს ყვირილი: „კამალა, კამალა, შენ ვერ დაიმალები! ჩვენ გენოციდს ხმას არ მივცემთ“.
თავდაპირველად ჰარისმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა, თუმცა პროპალესტინელი აქტივისტები არ ჩერდებოდნენ და აგრძელებდნენ ყვირილს, რა დროსაც ჰარისმა თქვა: „იცით, რა? თუ თქვენ გსურთ, რომ ტრამპმა მოიგოს, მაშინ თქვით. თუ არა და, მაშინ აქ მე ვილაპარაკებ“.
გაზეთის შეფასებით, ინციდენტი მეტყველებს იმაზე, რომ „დემოკრატიულ“ პარტიაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ აზრები გაყოფილია.
0
0