-share.jpg)
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილების განჩინება გადაეცა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თმით, მოსამართლე განჩინებაში წერს, რომ ჩატარებული ექსპერტიზით ვერ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი. გარდა ამისა, გიორგი არევაძემ უნდობლობა გამოუცხადა დაცვის მხარის მოწმეებს, საუბარია, ცენტრი "ემპათიის" ექსპერტებზე.
შალვა ხაჭაპურიძის სიტყვებით, განჩინება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამიტომ დაცვის მხარე მას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს.
"ტოქსიკოლოგის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული და საჭიროებს კვლავ კვლევების გაგრძელებას მისი მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე აკრიტიკებს ქალბატონ ჯიშკარიანს და ამბობს, რომ სასამართლო პროცესიდან გაძევებული იქნა მისი არაეთიკური საქციელის გამო და სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევისთვის - რადგანაც ასე იქცეოდა აქედან გამომდინარე უნდობლობას ვუცხადებ მასო. ასევე საეჭვოდ მიიჩნია ბატონი თოიძისა და ქალბატონი ლალი ჯავაშვილის საექსპერტო დასკვნაში მათი ობიექტურობა. ეს გადაწყვეტილება, რაც მე წავიკითხე არის უკანონო, დაუსაბუთებელი და გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. რასაც ჩვენ ვუყურებთ პროპაგანდისტულ არხებზე ამდენი თვეების განმავლობაში, გადატანილია ფურცელზე. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ამ გადაწყვეტილებას სასამართლოსთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებზე, პროპაგანდისტი პირების მიერ განცხადებებზე აწყობილი განჩინება", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.
0
0