26/03/2023
18:59
პოლიტიკა
“იმსახურეთ ნაციონალური მოძრაობა, იმსახურეთ ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირი, რომ გემსახუროთ თქვენ, იმისათვის რომ მომავალში თქვენ ემსახუროთ ქვეყანას და ყველამ ერთად ავაშენოთ ევროპული საქართველო” - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის ყრილობაც დღეს შედგა. სიტყვით გამოსვლისას ხაბეიშვილს ახალგაზრდებთან თხოვნაც ჰქონდა:
"ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ, პროპაგანდა არ მოგერიოთ. და ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს დაპირისპირებას. ჩემსა და თქვენს შორის ბარიერების გაჩენას და ცხადია ეს უკავშირდება, რომ თურმე პოლიტიკაში არა, თურმე ნაციონალური მოძრობაში არა. არ დაგაჯეროთ არავინ, არ არსებობს მეორე უფრო ძლიერი ევროპული პარტია საქართველოში, როგორიც არის ნაციონალური მოძრობა. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც იმაზე მეტი კი არა, იმის მეასედი აქვს გაკეთებული, რაც ამ პარტიის დამფუძნებელს, პრეზიდენტ სააკაშვილს და ზოგს მისი სახელის გაგონებაც კი ეშინია და სწორად ეშინია. პრეზიდენტ სააკაშვილის იდეა იყო მეტი ახალგაზრდა ხელისუფლებაში, მეტი ახალგაზრდისთვის გზის გახსნა და ნაციონალური მოძრაობა ამას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა იყოს წარმატებული და ევროპული." თქვა ხაბეიშვილმა.
0
0