
ბრალდების მხარისთვის თორნიკე რიჟვაძის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უცნობია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა , - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, რიჟვაძე მოწმედ დასაკითხ პირთა სიაშია, შესაბამისად, მას ბრალდების მხარე სასამართლოში დაკითხავს.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო ალექსი ახვლედიანის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოვთქვით, ასევე, წარმოდგენილი გვყავდა ერთი მოწმე გამომძიებელი დასაკითხად, თუმცა, დაცვის მხარემ აღნიშნული მოწმე უდავოდ მიიჩნია. ბრალდების მხარე გამოიკვლევს ყველა მტკიცებულებას და სასამართლო დარწმუნდება, რომ ალექსი ახვლედიანმა ცეცხლსასროლის დაუდევრად შენახვა განახორციელა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მიღებული გვაქვს სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, მისაღებია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა",- განაცხადა ჭიტაძემ.
0
0