„ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე საქართველოს პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა გადაცემაში ალტ-ანალიტიკა. მახარაძის თქმით, პროკურატურაში ხვალ უნდა გამოცხადდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რასთან დაკავშირებით არის დაბარებული. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, საუბარია 2021 საქმეზე.
გადაცემაში, მახარაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაიბლოკა „ალტ-ინფოს“ არხი Youtube-ზე.
„2021 წლის რაღაც თემებზე არის... შეთქმულების თეორიებს ნუ ავაწყობთ, უბრალოდ ორ ფაქტს დავაფიქსირებ - გუშინდელი ეთერის მერე (იგულისხმება „უცნობის კიდობანი“), დილას დაბლოკეს ჩვენი ძირითადი Youtube არხი, საღამოს დამირეკეს და დამიბარეს პროკურატურაში. გუშინ ინტერვიუზე ვიყავი, დღეს ასეთი ამბები ხდება“, - განაცხადა ზურა მახარაძემ გადაცემაში.
ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ სახელი ბოლოს ფიგურირებდა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაციის წევრ ბექა ვარდოსანიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
0
0