15/01/2025
18:36
პოლიტიკა
პროკურატურამაც გამორიცხა, რომ არჩევნებში ერთი ადამიანი თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდება ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ სამი ეტაპის აუდიტის ჩატარების შემდეგ გამორიცხა, რაც ასევე არ მოხვდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.
„პროკურატურის ეს განცხადება დაემთხვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, ერთი ადამიანი რომ თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე, ეს პროკურატურამაც გამორიცხა. ეს პირველად გამორიცხა იმ ამერიკულმა, ძალიან ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ, რომელმაც სამი ეტაპის აუდიტი ჩაატარა და მესამე ეტაპი სწორედ ამას ეხებოდა, რომ სიების დუბლირება გამორიცხული იყო. შემდეგ ეს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშშიც არ მოხვედრილა, რასაც ოპოზიცია ჩვენ გვაბრალებდა და აპელირებდა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ხმების დუბლირება ხდებოდა და ერთი ადამიანი სხვადასხვა უბანზე აძლევდა ხმას. ეს ბრალდებები მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული, არც ოპოზიციის, არცერთი აქტორის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეუთო/ოდირის ანგარიშში ასახული არ არის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
0
0