10/07/2022
14:15
სამართალი
საქართველოს პროკურატურა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანიების - „მთავარი“-ს და „ფორმულა“-ს მიერ გავრცელებულ ცრუ და განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის და უწყების სხვა პროკურორების ოჯახების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
სამწუხაროდ დეზინფორმაციის გავრცელება დღევანდელ რეალობაში, ზოგიერთი მედიასაშუალების ჩვეულ საქმიანობად იქცა და მათი მიზანი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოების გამართული საქმიანობისთვის ხელის შეშლა, კონკრეტული თანამდებობის პირების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომავალშიც მოვახდენთ პროაქტიურად საზოგადოების ინფორმირებას.
სამწუხაროა, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მედიასაშუალებები მსგავსი ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისას უხეშად არღვევენ ჟურნალისტურ სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს, რისი ნათელი მაგალითიც გუშინ გასული სიუჟეტებია.
პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ მათ მიერ მომზადებულ ე.წ. „სიუჟეტ“-თან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს საერთოდ არ დაკავშირებია, არ უცდია ინფორმაციის გადამოწმება და უწყებისთვის არც ერთი კითხვით არ მოუმართავს.
რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულა“-ს, ტელევიზია რეპორტაჟის მომზადებამდე დაუკავშირდა პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს და ყველა დასმულ კითხვაზე მათ წერილობით მიეწოდათ ამომწურავი პასუხები. ასევე განემარტათ, რომ ინფორმაცია მათთვის საინტერესო პირებზე დეტალურად ასახულია თანამდებობის პირის საჯარო დეკლარაციაში და ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით.
მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორებმა არ გამოიყენეს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში არსებული საჯარო ინფორმაციები და რეპორტაჟში არ გააჟღერეს მათ კითხვებზე პროკურატურიდან მიღებული ვრცელი პასუხები, უწყების განმარტებები და შემოიფარგლნენ მხოლოდ ერთი ზოგადი ფრაზით, მაშინ როდესაც ჟურნალისტური სტანდარტებით, მათ სრულად უნდა გაეჟღერებინათ პროკურატურიდან მიღებული პასუხები.
ცხადია, რომ ხსენებული ტელეკომპანიების მიერ სიუჟეტების მომზადების ფორმა და მათში გაჟღერებული ყალბი ინფორმაციის სიმრავლე, ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას და ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქების სურვილს. აღნიშნული დეზინფორმაციის ავტორების მიზანი საზოგადოებაში პროკურორებზე უარყოფითი განწყობის შექმნა, მათი იმიჯის შელახვა და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციაა.
აღნიშნულ სიუჟეტებში წარმოდგენილი არასწორი და დამახინჯებული ფაქტების სიმრავლის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია პასუხი გავცეთ ცილისწამებას.
ტელეკომპანია „მთავარი“-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტი იწყება საქართველოს გენერალური პროკურორის საცხოვრებელი ბინის ე.წ. რეზიდენციად მოხსენიებით. აღნიშნული უძრავი ქონება თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში მდებარე 150 კვ.მ. საცხოვრებელი ბინაა, რომლის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მითითებული ირაკლი შოთაძის მიერ სხვადასხვა წლებში შევსებულ თანამდებობის პირის საჯარო დეკლარაციებში. აღნიშნული ბინა გენერალურ პროკურორს 2016 წელს კრედიტით და ასევე, სხვა ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით აქვს შეძენილი და ამჟამადაც იგი დატვირთულია იპოთეკით წავკისში მიწის ნაკვეთის შეძენის სანაცვლოდ. ასევე, „მთავარი“-ს სიუჟეტში უკვე მეორედ ამავე ტელევიზიის მიერ მოხდა ტირაჟირება ყალბი ინფორმაციის, რომ თითქოსდა ხსენებული ბინის რემონტი ირაკლი შოთაძეს 1 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც არის მტკნარი სიცრუე და რომლის თაობაზეც მათ ჯერ კიდევ 2021 წლის 16 მაისს უწყებამ საჯაროდ უპასუხა (https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-generaluri-prokuroris-irakli-shoTaZis-gancxadeba). კერძოდ, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც ირაკლი შოთაძე დღესაც ცხოვრობს, რემონტი ჩატარებულია 2016-2017 წლებში და რემონტის ღირებულება გენერალურ პროკურორს მითითებული აქვს ასევე დეკლარაციებში. მაშინდელ სიუჟეტში აღნიშნულმა ტელევიზიამ ისიც კი იკადრა, რომ სრულიად სხვა ადამიანის განსხვავებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ბინის სურათები უჩვენა საზოგადოებას, ვითომდა იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშული ბინის რემონტში დახარჯული იყო ძალიან დიდი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ტელევიზიამ გაიგო, რომ სრულიად სხვა ბინაზე საუბრობდნენ მაშინ, გუშინდელ სიუჟეტში კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს ცრუ ინფორმაცია. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ჟურნალისტური სტანდარტების და ეთიკის დარღვევის უხეშ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, რაც კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს აღნიშული სიუჟეტის სუბიექტურობას და დეზინფორმაციის გავრცელების სურვილს.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთს წავკისში, რომლის შესახებაც ასევე საუბარი იყო „მთავარი“-ს და “ფორმულა”-ს სიუჟეტებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზეც ირაკლი შოთაძეს დეკლარაციაში საკმაოდ დეტალური ინფორმაცია აქვს მითითებული, საიდანაც ცხადად ჩანს, რომ 1305 კვ.მ. ნაკვეთი მას შეძენილი აქვს ძირითადად ბანკიდან აღებული მრავალწლიანი იპოთეკური კრედიტით. ხსენებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და მისი ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ირაკლი შოთაძის დეკლარაციაშივე ასახული დიდ დიღომში, ქოშიგორაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან შემოსული თანხით, რომელიც მას შეძენილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2011 წელს.
ასევე, ტელეკომპანია „მთავარი“-ს მიერ გავრცელებული მორიგი სიცრუეა, რომ თითქოს ირაკლი შოთაძის ოჯახის ყოველწლიური შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე გასავალი. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
0
0