
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის, „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ გამარჯვებულები სემეკს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს სემეკის შენობაზე განთავსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები და ესტუმრნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სათავო ოფისში განთავსებულ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის გამართულ მუშაობაზე.
პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელდა ქ.ყვარლისა და ქ. თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 16 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყო.
0
0