
პროცესები, რომლებიც დღემდე მიმდინარეობდა ევროკავშირში, არ აღმოჩნდა სასურველი ევროკავშირის ელექტორატისთვის, ეს ყველასთვის საგულისხმო და დასაფიქრებელი ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დავით მათიკაშვილს ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ევროპის ელექტორატმა მხარი არ დაუჭირა იმ მოცემულობას, რომელიც დღემდე არსებობდა ევროპარლამენტში. ბევრ ევროპულ ქვეყანაში სწორედ ამ არჩევნების შემდეგ განვითარდა ისეთი პოლიტიკური პროცესი, როგორიცაა ახალი არჩევნების დანიშვნა, ცალკეულ ქვეყნებში პირველი პირები გადადგნენ და ასე შემდეგ. ამან აჩვენა, რომ, რეალურად, იმ პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც აქამდე მართავდნენ ევროპარლამენტში პროცესებს და ევროკავშირის პოლიტიკას, მოსახლეობამ იმ მასშტაბით არ გამოუცხადა ნდობა, როგორც დღემდე იყო. რა თქმა უნდა, ეს საგულისხმოა და დასაფიქრებელი ფაქტია ყველასთვის, მათ შორის ჩვენი მეგობრებისთვის, რადგან პროცესები, რომლებიც დღემდე მიმდინარეობდა ევროკავშირში, არ აღმოჩნდა სასურველი თვითონ ევროკავშირის ელექტორატისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
0
0