06/03/2023
13:05
მსოფლიო
როგორც BBC-ი წერს, პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე არიან მიწვეულნი.
როგორც წყვილის განცხადებაშია ნათქვამი, მათ კორონაციაზე მიწვევის შესახებ 6 მაისს ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს, თუმცა, ისინი არ ადასტურებენ, აპირებენ თუ არა სამეფო კარის ღონისძიებაზე დასწრებას.
”მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჰერცოგმა ახლახან მიიღო ელექტრონული წერილი მეფე ჩარლზისა და დედოფალ კონსორტის კამილას კორონაციაზე მიწვევის შესახებ მისი უდიდებულესობის ოფისიდან. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, დაესწრებიან თუ არა ჰერცოგი და ჰერცოგინია აღნიშნულ ღონისძიებას,” - თქვა აშშ-ში მცხოვრები წყვილის პრესსპიკერმა.
ბუკინგემის სასახლემ აღნიშნულ მოსაწვევთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ვესტმინსტერის სააბატო, სადაც კორონაცია გაიმართება, დაახლოებით 2200 სტუმარზეა გათვლილი. ღონისძიებას დაესწრებიან საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო წარჩინებული პირები, ასევე მეფის ოჯახის წევრები და მეგობრები.
0
0