
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. როგორც BBC წერს, წყვილი ესაუბრა ადგილობრივებს, მათ შორის - გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ხანძარს ებრძვიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, ხანძრის გამო, მარკლისა და პრინცი ჰარის რამდენიმე მეგობარმა დაკარგა სახლი.
წყვილი თავად სანტა ბარბარას მახლობლად, მონტესიტოში ცხოვრობს. ეს დასახლება ლოს- ანჯელესიდან დაახლოებით 150 კილომეტრითაა დაშორებული.
მეოთხე დღეა, კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.
BBC-ს ცნობით, კალიფორნიის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ სახანძრო ჰიდრანტებთან დაკავშირებულმა პრობლემამ ლოს-ანჯელესში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები შეაფერხა.

:max_bytes(150000):strip_icc():focal(705x360:707x362)/prince-harry-meghan-markle-011025-b3e36d33a78a4ad8a92d9c616a8f8212.jpg)

0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026