26/07/2023
10:48
მსოფლიო
რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს პეტერბურგის სასტუმროში გოგოების ჰარამხანა ჰყავდა, რომელთა ნაწილი არასრულწლოვანი იყო. პრიგოჟინი ხშირ შემთხვევაში ქალწულებს ირჩევდა. ამის შესახებ გამოცემა The Insider იუწყება.
გამოცემა ერთ-ერთ ასეთი გოგოს ინტერვიუს ავრცელებს, რომელმაც პრიგოჟინს ქალწულობა 40 ათას რუბლად (440 აშშ დოლარი დღევანდელი კურსით) მიყიდა. მისი თქმით, პრიგოჟინს ჰქონდა რამდენიმე ნომერი პეტერბურგის სასტუმროში Solo Sokos Hotel Vasilievsky, რომელიც ვასილიევსკის კუნძულზე მდებარეობდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, გოგოები, რომლებთანაც პრიგოჟინს სექსი ჰქონდა, ათობით იყო, რომელთა ნაწილი სასტუმროში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.
„ის ქალწულებს შამპუნის ბოთლებს ეძახდა - უნდა გახსნა და გადააგდო“, - ამბობს პრიგოჟინის „გოგოების ესკორტის“ ყოფილი წარმომადგენელი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პრიგოჟინამდე შეხვედრაზე გოგოს „სოგაზის“ კლინიკაში შემოწმება უნდა გაევლო და ქალწულობა დოკუმენტურად დაედასტურებინა.
ეს ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომლის მიხედვით პეტერბურგის სამედიცინო ცენტრ „სოგაზში“ „ესკორტის გოგოები“ მუდმივ შემოწმებას გადიოდნენ. ისინი აბარებდნენ ანალიზებს შიდსზე, სიფილისზე და ჰეპატიტზე, ხოლო ზოგიერთი გოგო თავის ქალწულობას დოკუმენტურად ადასტურებდა.
0
0