25/06/2023
09:18
მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს, მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელს ევგენ პრიგოჟინს კრემლში თანამზრახველები ჰყავს.
როგორც დანილოვის აღნიშნავს, რუსეთში გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრიგოჟინს დამოუკიდებლად არ მიუღია.
"პრიგოჟინს უნდა ჰყავდეს თანამზრახველები, რომლებიც კრემლში არიან. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს,“ - თქვა დანილოვმა.
მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ რუსი სამხედრო არეულობისას ვაგნერელებს არ დაუპირისპირდნენ.
"უნდა ვთქვა, რომ სამხედროები არ ეწინააღმდეგებიან ვაგნერის ბოევიკებს, მეტიც, ადგილობრივი მცხოვრებლები მათ წყალს და საკვებს აწვდიან და უფასოდ უვსებენ საწვავს". - განაცხადა დანილოვმა.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, პრიგოჟინის უკან დგანან ძლიერი ადამიანები მაღალი წოდებებითა და მაღალი თანამდებობებით.
0
0