05/06/2023
15:07
მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მიმსა მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს პოდპოლკოვნიკი რომან ვენევიტინი. დაკითხვისას ოფიცერმა აღიარა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მან „ვაგნერის “კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა და რამდენიმე „ვაგნერელი“ განაიარაღა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
დაკითხვისას ვენევიტინმა თქვა, რომ ის რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის მეთაურია.
პრიგოჟინი ბოლო დღეებში მას და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შორის რამდენიმე კონფლიქტზე საუბრობს. კერძოდ, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან მისი შენაერთების გაყვანის დროს მათ გზაზე რუსების მიერ დაყენებული ასობით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი დახვდათ.
„როდესაც ჩვენ ვკითხეთ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ამ ნაღმების დაყენების მიზეზი, მათ თითი ზევით გაიშვირეს და სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
0
0