22/07/2023
14:08
მსოფლიო
სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა სცადა, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა.
გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ “აჯანყების” შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებასთან შეთანხმებით.
კომპანიის საწესდებო კაპიტალი 200 ბელარუსული რუბლია, რაც დაახლოებით 7 ათას რუსულ რუბლს უდრის.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თავად პრიგოჟინია, მისი მფლობელი კი - რუსული კომპანია „კონკორდი“, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის.
ბელარუსული კომპანიის საქმიანობა „უძრავი ქონების მართვაა“.
0
0