22/12/2023
13:07
მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი მოკლეს. პრიგოჟინის ლიკვიდაცია „ეფესბეს“ დირექტორმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა მოაწყვეს. ამის შესახებ გავლენიანი მედიასაშუალება The Wall Street Journal-ი იტყობინება.
გამოცემა წერს, „პატრუშევმა გააფრთხილა კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, რომ უკრაინასთან ომში პრიგოჟინზე დაყრდნობა ამ უკანასკნელს სულ უფრო მეტ გავლენას ანიჭებს და საფრთხეს უქმნის კრემლს“.
WSJ-ის ცნობით, პატრუშევმა პუტინის გაფრთხილება პრიგოჟინის საშიშროების შესახებ 2022 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ პრეზიდენტმა არ მოუსმინა მის სიტყვებს, რადგან „ვაგნერელები“ წარმატებას აღწევდნენ ბრძოლის ველზე.
გამოცემის თანამოსაუბრის, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, ვითარება 2022 წლის ოქტომბერში შეიცვალა.
შემდეგ პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, დაურეკა პუტინს და უხეშად ესაუბრა ბრძოლის ველზე საბრძოლო მასალის დეფიციტის შესახებ.
WSJ წყარო ირწმუნება, რომ პატრუშევი იმ მომენტში პუტინის კაბინეტში იმყოფებოდა. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ პრიგოჟინი საშიში გახდა და შეწყვიტა კრემლის პატივისცემა.
„პუტინმა უგულებელყო პრიგოჟინის პრეტენზიები, მათ შორის საჯარო კონფლიქტები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან, არ უპასუხა მის ზარებს“, - წერს გამოცემა.
აჯანყების დასრულების შემდეგ პატრუშევმა დაიწყო მკვლელობის გეგმის შემუშავება.
დასავლური სადაზვერვო სააგენტოებიდან გამოცემის წყაროების თანახმად, პუტინს პრიგოჟინის ლიკვიდირების გეგმა აჩვენებს და მას ეს გეგმა არ გაუპროტესტებია.
ცნობისთვის, 2023 წლის 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც, ევგენი პრიგოჟინი იყო. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელსაც პრიგოჟინის „მარჯვენა ხელს“ უწოდებენ და ასევე, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებიც.
როგორც რუსული გამოცემა TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა და ათივე მათგანი დაღუპულია.
რაც შეეხება პრიგოჟინის ლიკვიდირებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მან თქვა, რომ „უკრაინას არაფერი აქვს საერთო“.
0
0