22/06/2022
18:19
პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ვეტო გამოვიყენე, არ ვიყენებდი ვეტოს, როცა იცი, რომ დაძლეული იქნება… ინსტიტუტისთვის არ ვარგა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენას, ადამიანის უფლებების შეზღუდვას – ვიყენებ იმიტომ, რომ ეს იყოს ნიშანი, რომ არ ვეთანხმები. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული. ყოველ კანონს, რომელიც იქნება მიმართული ამ 6 თვეში არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. არ შეიძლება ამ დღეებში მოხდეს ასეთი კანონის მიღება, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, მაშინ, როცა გვთხოვენ რომ ვიყოთ უფრო სამართლიანები, უფრო ევროპულები.” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.
0
0